საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ბოლნისის მუზეუმის შენობაში გასვლითი სხდომა გამართა

სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის ინიციირების საკითხი განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხორციელდება.

კომიტეტმა ცვლილებების ინიციირებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

საპარლამენტო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ბოლნისის №1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია 20 საპილოტე სკოლიდან, სადაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად, პროფესიული განათლება მიიღონ.

კომიტეტის წევრებთან ერთად ქალაქ ბოლნისის N საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading