საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ
200 მოსწავლეზე გათვლილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ზეინდარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 3 404 429 ლარი გამოიყო.