საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილს

გიორგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა სასცენო მოღვაწეობასა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. რეჟისორი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია და პრიზები რეჟისორული ნამუშევრებისათვის, რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ და სხვა.

კულტურის სამინისტრო გიორგი მარგველაშვილს ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading