საქართველოს კადეტ ძიუდოსიტთა ნაკრებმა აზერბაიჯანში ევროპის თასზე შვიდი მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა კადეტ ძიუდოსიტთა შოროს. საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობა ნონა კვარაცხელიამ (+70 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები კი ნინი ძაგანია (-70 კგ) და ილია ზაქუტაშვილი (+90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები თამარ გამიაშვილმა (-57 კგ), გიორგი კაპანაძემ (-60 კგ), მაია ღვალაძემ (-70კგ) და იესო სამსიანმა (-73 კგ) მოიპოვეს.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading