საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ალი ქაან ორბაისთან

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები

რევაზ სოხაძემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ელჩს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის

ალი ქაან ორბაიმ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზდყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ინტერესების მქონე პროექტების განხორციელებაში

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading