საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ მხარდაჭერას განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რაც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
პროფესიული განათლების პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პროფესიული კუთხით დასაქმდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაციები გამართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის მიზნით, პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები 16 მაისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მე-2 და მე-4 ქვეით ბრიგადებსა და სასწავლო ცენტრ ,,კრწანისის“ წვრთნებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში (JTEC) ეტაპობრივად გაიმართება.
