საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმოღონისძიებებით აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმო
ღონისძიებებით აღინიშნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე
საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები მოეწყო, რომელშიც ადგილობრივი
მეწარმეები, ხალხური რეწვის ოსტატები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების,
გიტარისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი სტუდიების მოსწავლეები, ქალაქ
ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი, ქალაქ ბოლნისის
ბიბლიოთეკები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალი და
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მონაწილეობდნენ. ასევე, გაიმართა
სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭადრაკში.
დღის ბოლოს დასკვნითი კონცერტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი
შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.
ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,
ბუბა გობეჯიშვილმა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა
გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად
დაესწრო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading