საქართველოს ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემას იწყებს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 6 ოქტომბრიდან იწყებს ახალი თაობის, განახლებული დიზაინის მქონე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტებისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას.

განახლებული დოკუმენტები გაიცემა მხოლოდ მათთვის, ვინც განაცხადს 6 ოქტომბრიდან გააკეთებს. არსებული დოკუმენტების მფლობელებს მათი შეცვლა სავალდებულო არ აქვთ. ასევე უცვლელი რჩება დოკუმენტების გაცემის საფასურიც.

განახლებულ ფორმატში გაიცემა შემდეგი ტიპის დოკუმენტებიც:

  • დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა
  • დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტი
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი
  • მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი

ახალი თაობის დოკუმენტები აღჭურვილია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მათი დიზაინი ეროვნული თემატიკითაა შთაგონებული.

დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებისა და მობილური იუსტიციის სახლების ფილიალებში, ისე დისტანციურად — სააგენტოს ვებგვერდზე: sda.gov.ge

ℹ️ პირადობის ელექტრონური მოწმობის განახლებული დიზაინით გაცემა დაიწყება 2025 წლის 3 ნოემბერს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading