საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო
,,საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა ავიაკომპანია AIR China-მ, რომელმაც პირველი ფრენა ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით განახორციელა. ამ ეტაპზე, ფრენები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება, ხოლო მოთხოვნის მატების გათვალისწინებით, ავიაკომპანია მზადაა გაზარდოს ოპერირების სიხშირე. ავიაკომპანია ასევე, განიხილავს ჩინეთსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასაც. Air China, ავიაკომპანია China Southern-ის შემდეგ, მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს,’’ – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა, ვაკო ჭილაშვილმა.