საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა.
მან 1 473 ხმა მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა ირაკლი ჩომახაშვილმა – 1 366 ხმა.
მეორე ტურში მონაწილეობა 2 855-მა ადვოკატმა მიიღო.
ირაკლი ყანდაშვილი ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.