სარფში დიდი ოდენობით კოკაინის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში უკანონო ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შესაბამისი შემოწმების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა 150 გრამამდე კოკაინი, რომელიც ყავის შეფუთვაში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული.