სარფში განსაკუთრებული ოდენობის ნარკოტიკის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე მ.ა. (1958 წ.) დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ სარფის გამშვებ პუნქტზე, მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებულ სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, სპეციალური სკანერის საშუალებით, აღმოჩნდა 150 გრამამდე კოკაინი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading