საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა.


კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში პაატა სალიას იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დადგა, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. აქედან გამომდინარე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის შესაბამის დასკვნას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading