საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ამორალობაა ის, რასაც გარკვეული მედია საშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის პარალელურად ცდილობენ
„ტყუილი არის მათი სამარკო ნიშანი. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, სამწუხაროდ, რომლებსაც უკვე რწმენის დონეზე სჯერათ მათი ტყუილების, თავში აქვთ ეს ტყუილები გამჯდარი და მათით ახერხებენ მანიპულირებას. სამწუხარო რეალობაა, თუმცა, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს სიცრუეზე და მთავარი ის არის, რომ დიდი ამორალურობაა, ასეთ დროს რომ მაინც იტყუები. გასაგებია, რომ პოლიტიკური მიზანი გაქვს და იქ იტყუები, მაგრამ როდესაც ასეთ დროს სტიქიის მხარეს დგახარ, რომ ებრძოლო ხელისუფლებას, რომელიც ებრძვის სტიქიას მოსახლეობის, რიგ შემთხვევებში, გადასარჩენად, ეს კიდევ უფრო მეტი ამორალობაა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.