აშშ და რუსეთი განიხილავენ არქტიკას, როგორც შესაძლო მიმართულებას ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს ბუნებრივი რესურსების ერთობლივ მოპოვებასა და სავაჭრო მარშრუტების განვითარებას-Bloomberg
„დისკუსიები მოიცავს ბუნებრივი რესურსებისა და სავაჭრო მარშრუტების განვითარებას.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ასევე შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფონზე, მიაღწიოს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას.
-ორივე მხარე აფიქსირებს მზადყოფნას, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ერთ-ერთმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ ვაშინგტონი არქტიკის რეგიონში მოსკოვთან თანამშრომლობას განიხილავს, როგორც შესაძლო გზას რუსეთსა და ჩინეთს შორის რეგიონში კავშირების დასასუსტებლად. თუმცა, წყარომ დასძინა, რომ ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში „მნიშვნელოვნად გამყარდა“.-ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს