სამეგრელო-ზემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1973 წელს დაბადებული ვ.კ. და 1984 წელს დაბადებული ბ.ქ., რომლებიც წარსულში არაერთხელ არიან ნასამართლევი მსგავსი დანაშაულისთვის.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, ასევე მათი დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading