სამეგრელოსა და სვანეთში ბზობას ბაიობა ერქვა
ამ დღეს გოგო – ბიჭები მინდვრად ბაიასა და გვირილებს კრეფდნენ, გვირგვინებს იწნავდნენ, ჯარგვლის მიწურ იატაკზე, კერის, გარშემო მოფენდნენ, კერისპირ კვერცხებს დააწყობდნენ და შმდეგ ამ კვერცხებს ღებავდნენ სააღდგომოდ. თევზს შეწვავდნენ და გაინაწილებდნენ.
ბზობა „დიდ უქმედ“ ითვლებოდა.სახლში ყველაფერი ბაიებით იყო მორთული. ამ დღეს მეზობლები ერთმანეთს კვერცხებს ჩუქნიდნენ და აღდგომისთვის ინახავდნენ.
