გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხებია:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 31 ერთეულ გარე განათების ქსელში არსებულ საყრდენებზე (ბოძი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების სს „სილქნეტისთვის“ იჯარის ფორმით გადაცემის საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 432 ერთეულ გარე განათების ქსელში არსებულ საყრდენებზე (ბოძი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების შ.პ.ს. „სქაიტელის“- თვის იჯარის ფორმით გადაცემის საკითხი.
5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
6. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: ლიანა სარატიკიანის, ევინ პაშანოვისა და მწვრთნელების: დავით კაკრიაშვილისა და ვუგარ მამედოვის დაჯილდოების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის მამუკა ბიძინაშვილისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: გიორგი ნარიმანიძის, ნიკოლოზ წიკლაურისა და მწვრთნელის თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების საკითხი.
11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ჯავიდ კიარიმოვისა და მწვრთნელის ფარიდ აბდულაევის დაჯილდოების საკითხი.
12. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის თემური ორჯონიკიძისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების შესახებ.
13. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ნიკოლოზ ქარუმიძისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების შესახებ.
14. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
საკრებულოს გეგმურ სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – რამაზ ბუდაღაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი – ბესიკ მაისურაძე და ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – დავით შინჯიკაშვილი დაესწრნენ.




