,,საერთაშორისო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე დაადანაშაულა და 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი, მამუკა, მოიტანე ფული. იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ, ფული მოიტანე, ბიჭო”- ირაკლი ზარქუა
„ლუსტრაცია მოხდა, ვის და როგორ ემსახურება. გადმოცემით რაც ვიცი და ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ყოველთვის იყო ის, ვინც დღეს არის. ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დასაჯოს. რატომ? იმიტომ, რომ მის არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს ქართველმა ხალხმა მხარი არ დაუჭირა. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი – ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს ითხოვდა ქართველი ხალხისგან და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.