საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ არარეზიდენტ ელჩ ილჰომ აბდურახმონს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საუბარი შეეხო სამომავლო კულტურულ პროექტებს და გეგმებს.

გიორგი მირცხულავამ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.

საქართველოს კულტურის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading