საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, თავდამსხმელი საუდელი ფსიქიატრია. პოლიციის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული.

გაზეთ Welt-ის ცნობით, თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული კაცია. ის არის ექიმი საუდის არაბეთიდან, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა.

გამოცემა Der Spiegel განმარტავს, რომ 50 წლის ეჭვმიტანილი თალებ ა. ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია.

გაზეთი Frankfurter Rundschau მის შესახებ 2019 წლის მარტში წერდა: „თალებ ალ-აბდულმოჰსენი გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობს.

ის გერმანიაში მიწვეული ექიმის სტატუსით ჩავიდა ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შემდეგ კი ითხოვა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც მიიღო სიკვდილის მუქარა ისლამზე უარის გამო. 44 წლის კაცს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა.

Die Welt-ის ცნობით, კაცი ცხოვრობდა ქალაქ ბერნბურგში, რომელიც მდებარეობს მაგდებურგიდან 50 კილომეტრში.

მას გერმანიაში ხანგრძლივი ყოფნის ნებართვა ჰქონდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading