საგანგებო განცხადება: საქართველოსა და ისრაელის სპეცსამსახურებს არ ჰქონიათ ინფორმაცია ტერორისტული საფრთხის შესახებ

საქართველოს უსაფრთხოების უწყებები აცნობენ, რომ არც საქართველოს, არც ისრაელის სპეცსამსახურებს არ ჰქონიათ ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.

🔹 უწყებები აღნიშნავენ, რომ ისინი კავშირზე არიან ისრაელის სპეცსამსახურთან, რომლებმაც გამოხატეს გაკვირვება გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.
🔹 ქართული მედიის ნაწილის მიერ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე გავრცელება უწყებებს მიაჩნიათ ძალიან სამწუხაროს და ნიშანდობლივს.
🔹 უსაფრთხოების უწყებები კატეგორიულად მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading