რუსთავში №23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

default

📍 რუსთავში №23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

🔹 ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუძაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო უკვე განხორციელებულ სამუშაოებს.

🛠️ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა:

  • სათამაშო და საძინებელი ოთახები
  • სველი წერტილები და რეკრეაციული ზონები
  • ეზო და შიდა/გარე ინფრასტრუქტურა

♿ ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.

👧🧒 რეაბილიტირებული ბაღი 200 ბავშვს უმასპინძლებს უსაფრთხო, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

💡 ასევე მოწესრიგდა:

  • გათბობა
  • ელექტრომომარაგება
  • საკანალიზაციო და უსაფრთხოების სისტემები

💰 პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია და სრულად სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება.

📌 მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ჯამში 4 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის საერთო ბიუჯეტი 23.4 მილიონ ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading