რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა.

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოებისა და შიდასაუბნო სივრცეების რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრული განახლებაა დაგეგმილი.

ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე არსებულ ეზოებში, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების განახლებაც.

პროექტის ღირებულება, 858 140 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამ მომენტისთვის, რუსთავში, 74 912 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. სატენდერო პროცედურები ძირითად პროექტებზე უკვე დასრულებულია.

რუსთავის მერია / Rustavi City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading