რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩაში მოწყალების თხოვნას და მიღებული თანხის მისთვის გადაცემას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ვ.კ.-მ ძალადობის გამოყენებით დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ფაქტზე დააკავეს.
დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არის კვალიფიცირებული, რაც 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading