რუსთავში, სპორტის სასახლეში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფორუმი-2025 გაიმართა

ფორუმს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე, 1000-მდე კორპუსში განხორციელებული პროექტები და ამხანაგობების გაძლიერების მიზნით გატარებული რეფორმები, სპორტის სასახლეში შეკრებილ 700-მდე ამხანაგობის წარმომადგენელს გააცნო.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველად, რუსთავის მერიამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ელექტრონული პლატფორმა შექმნა. ახალი პლატფორმა, საკუთარი კორპუსის შესახებ საჭირო ინფორმაციაზე წვდომის მარტივი შესაძლებლობა იქნება და პრიორიტეტული პროექტების არჩევასაც გაამარტივებს. ინერგება აქტიური ამხანაგობების წამახალისებელი ბონუს სისტემა და კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელსაც რუსთავის მერია, მოსახლეობასთან ერთად განახორციელებს.

დღეისათვის რუსთავის კორპუსის სამსახური, სხვადასხვა სახის სამუშაოს 220 ლოკაციაზე ასრულებს. გრძელდება ახალი ლიფტების პროექტი და წლის ბოლომდე, რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში, 183 ახალი ლიფტი დამონტაჟდება, გრძელდება სადარბაზოების რემონტის, შიდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროგრამები და კორპუსების უსაფრთხოების მიზნით დაგეგმილი პროექტები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფორუმი, 3 ყველაზე წარმატებული ამხანაგობის დაჯილდოებით დასრულდა.

ამხანაგობების გაძლიერების ფორუმი, რუსთავში უკვე მეორედ ტარდება და ქალაქის განვითარებაში, კიდევ უფრო მეტი რუსთაველის ჩართვას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading