მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი – მარტყოფის ბრძოლიდან 400 წლისთავი
ღონისძიებას ესწრებოდნენ და ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი საზეიმოდ გახსნეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.
მარტყოფის ბრძოლის 400 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა
კოსტიუმირებული მსვლელობა და თემატური ღონისძიებები. მოწვეულმა ისტორიკოსებმა ისაუბრეს მარტყოფის ბრძოლაზე, როგორც ერთიანობის, თავისუფლებისა და ძალის სიმბოლოზე საქართველოს ისტორიაში. მოეწყო ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება მუსიკალურად ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს, ხოლო საღამო ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები გიგა ნამიჭეიშვილი და ნიკა კობახიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




