რუსთავში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით – ,,ახალი წლის დღეები“ გაიმართა

რუსთავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება – „ახალი წლის დღეები“, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში გაიმართა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პატარების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო ილუზიონისტის შოუ. გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ბავშვები თოვლის ბაბუას შეხვდნენ და ზღაპრის გმირებთან ერთად გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

„ახალი წლის დღეების” ფარგლებში, რუსთავში კვარტეტ ,,რანინას’’, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა’’ და ჯგუფ ,,გუფილენდის” მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. სადღესასწაულო საღამო კი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო სოფელში ბავშვებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading