„რუსთავქალაქობა-2025“ ანსამბლ „რუსთავის“ გალა-კონცერტით დასრულდა

რუსთავის მთავარ მოედანზე „რუსთავქალაქობა-2025“-ის საზეიმო ღონისძიებები ანსამბლ „რუსთავის“ ორსაათიანი კონცერტით დაიხურა. კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ოფიციალური პირები და სტუმრები დაესწრნენ. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ანსამბლი დიდი გეგმებით ბრუნდება რუსთავში.

უახლოეს პერიოდში გაფორმდება სამმხრივი მემორანდუმი კულტურის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ანსამბლ „რუსთავს“ შორის, რის საფუძველზეც ანსამბლის ერთ-ერთი შემადგენლობა რუსთავის კულტურის სახლში განთავსდება. სწორედ რუსთავში დაარსდა ანსამბლი 1968 წელს, და ახლა ისტორიული კავშირი ახალი სიცოცხლით განახლდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading