რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგ-კურსის „ლანდშაფტის დიზაინი – მწვანე სივრცეების განვითარების” ფარგლებში რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები გადაამზადა
ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კომპოზიციის პრინციპები და ელემენტები, სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური ზონირება, ფერის კომბინაციები და თანამედროვე ტენდენციები.
მონაწილეები პრაქტიკულ სამუშაოებშიც ჩაერთვნენ და ფიროსმანის ქუჩაზე საუბნო სკვერის გამწვანება წინასწარ შემუშავებული გეგმით განახორციელეს.
რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი




