განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორს პიტერ მოზერს შეხვდა


მხარეებმა ლეობენის სამთო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაზე ვისაუბრეთ. მათი ვიზიტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება, საქართველოს მოქალაქეებმა უნივერსიტეტის წამყვან მიმართულებებზე უფასოდ ისწავლონ. მათ ინტერესი გამოხატეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან სხვადასხვა კუთხით ითანამშრომლონ. ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის „Erasmus+“ -ის განხორციელებაზე. ხაზი გაესვა საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტების თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი რობერტ გერშნერი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading