რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა

სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს N89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

საკითხი სხდომაზე საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა მაკა პაქსაშვილმა წარადგინა.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading