რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის რიგით 36-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვაჟა მორგოშია ხელმძღვანელობდა

დღეს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, დეველოპერული კომპანიების განცხადებები განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციების დამტკიცების შესახებ განიხილეს.

საკითხები სხდომაზე მერიის არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა წარადგინა.

კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მერიის მიერ ინიცირებული ყველა საკითხი, შემდგომი რეაგირებისთვის, ბიუროზე გადავიდა.

სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading