რუსთავის მერია რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ახალ ეტაპს იწყებს
რუსთავის მერია ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას აგრძელებს და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს იწყებს.
პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელი შენობის (N40, N42, N44, N46) კორპუსების გამაგრებას, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის შენარჩუნებას.
სამუშაოების ღირებულება 3 114 356 ლარია და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სატენდერო პროცედურების დაწყებამდე პროექტი მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილთან ერთად, მოსახლეობას გააცნო.
რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.