,,რუსთაველმა სპორტსმენებმა 400-მდე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 2024 წელს, საერთაშორისო თუ საქართველოს ტურნირებზე და რა თქმა უნდა, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ ამით”-ნინო ლაცაბიძე
,, რუსთავის სპორტის სასახლეში, საგანმანათლებლო სპორტული მუზეუმის სივრცეში, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, პარლამენტის დელეგატმა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემიდან ირაკლი შატაკიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთაველ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, გასულ წელს საერთაშორისო და ადგილობრივ ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
დაჯილდოების ცერემონიალზე, 2024 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, რუსთავის მერიისგან სპორტის სხვადასხვა სახეობის 21 სპორტსმენს, 7 გუნდსა და მწვრთნელებს მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცათ. რუსთავის სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა სპორტის განვითარების ცენტის თანამშრომელი ბადრი ბებია.
ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთაველი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
2024 წელს, რუსთაველმა სპორტსმენებმა 400-მდე საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტურნირებზე მოიპოვეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის მედლები. გასული წლის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სპორტული მიღწევა, კი რუსთაველი მოკრივის ლაშა გურულის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი და ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა იყო. 15 მარტს, ლაშა გურულმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და პროფესიონალურ კრივში განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა.
რუსთავის მერია, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების მიზნით, წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სტიპენდიითაც უზრუნველყოფს. 2021 წლიდან დღემდე, სტიპენდიის ოდენობა, 125 %-ით არის გაზრდილი.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მერია ახალ პროგრამას – წარმატებული მწვრთნელების სტიპენდირების პროექტსაც იწყებს. საქართველოს ჩემპიონატში და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენების რუსთაველი მწვრთნელები მერიის სტიპენდიას ყოველთვიურად მიიღებენ.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც რუსთავის მერია ავრცელებს.




