რეკომენდაციები რისკის ჯგუფებისთვის ზაფხულის ცხელი დღეების დროს

ზაფხულის მაღალი ტემპერატურები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. სიცხით გამოწვეული პრობლემების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება.
ვისთვის არის სიცხე განსაკუთრებით საშიში?
მაღალი ტემპერატურა ზემოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ:
- ახალშობილებსა და ბავშვებს
- ორსულებს
- ხანდაზმულებს (60+ ასაკი)
- ქრონიკული დაავადების მქონე პირებს
- ღია სივრცეში მომუშავე ადამიანებს
რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ სიცხის დროს?
🔹 მედიკამენტები და ქრონიკული დაავადებები:
თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან — სიცხემ შესაძლოა გავლენა იქონიოს წამლის მოქმედებაზე, დოზასა და მიღების რეჟიმზე.
🔹 სითხის მიღება:
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მოერიდეთ ალკოჰოლს, კოფეინსა და ძალიან ტკბილ სასმელებს — ისინი კიდევ უფრო უწყობენ ხელს ორგანიზმის გამოშრობას.
🔹 კვება სიცხის დროს:
ჭამეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. უმჯობესია, ცილების დაბალი შემცველობის მქონე საკვების მიღება — ამცირებს ორგანიზმის დატვირთვას.
🔹 მედიკამენტების შენახვა:
ზოგიერთი პრეპარატი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით კარგავს ეფექტურობას. გადაამოწმეთ შენახვის პირობები ინსტრუქციაში — ხშირად საჭიროია 25°C-ზე დაბალი ტემპერატურა ან მაცივარი.
🔹 ელექტროლიტების ბალანსი:
ძლიერი ოფლიანობისას ორგანიზმი კარგავს მარილებსა და მინერალებს. ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ ბალანსის აღსადგენი საშუალებები.
როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე სახლში?
- დღის განმავლობაში დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები — განსაკუთრებით მზის მხარეს.
- ღამით, თუ უსაფრთხოა, გააღეთ ფანჯრები და ეცადეთ, ბუნებრივად გააგრილოთ სივრცე.
- ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს დღისით და 24°C-ს ღამით — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის.
გაფრთხილების ნიშნები:
თუ იგრძნობთ ერთ-ერთ სიმპტომს:
- თავბრუსხვევა
- სისუსტე
- ძლიერი წყურვილი
- შფოთვა ან თავის ტკივილი
დაუყოვნებლივ გადაინაცვლეთ გრილ ადგილას და მიმართეთ ექიმს. - შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), აგრილებამდე.
- თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი, ან – თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
