რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დღეს, რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთმანეთს გაემიჯნება. ცვლილებების მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი იქნება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading