რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი სამგზის ევროპის ჩემპიონ სომეხ მალხას ამოიანთან ანგარიშით 1:3 დათმო.

ფინალამდე მან ესპანელი მარკოს მეხიასი და ჩეხი მიხალ ზელენკა დაამარცხა. მეოთხედფინალში თურქ აჰმეტ ილმაზს, ნახევარფინალში კი შვედ პერ ალბინ ოლოფსონს სძლია.

ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვეცხლი და ერთი ბრინჯაო; სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) დაიკავა.

ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

77kg GR – Ramaz Zoidze (GEO)

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading