პროგრამის “ისწავლე და დასაქმდი” ფარგლებში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გადამზადდა 10 000-ზე მეტი მოქალაქე. დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს
პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი” ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების უფასო პროფესიულ გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, გადამზადება მოხდება 70-ზე მეტ სპეციალობაში, მათ შორის მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ფინანსების სფეროში, ბრენდ დიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვა და ანალიზი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შესწავლა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.