მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დასუფთავების სამსახურში დასაქმებულ ქალებს შეხვდნენ და ქალთა საერთაშორისო დღე-8 მარტი მიულოცეს
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი და მარნეულის მერი კენან ომაროვი ესწრებოდნენ. მათ ქალებს საზოგადოებისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ქალებს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო




