პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტუდენტობას პირველკურსელებს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2025 წლის პირველკურსელებს სტუდენტობის დაწყებას ულოცავს და მათ წარმატებულ აკადემიურ გზას უსურვებს.

🔹 პრემიერ-მინისტრის თქმით, სტუდენტობა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც პროფესიული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საფუძველს ქმნის.

„მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა. წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading