,,პრემიერ მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს”-ნინო ლაცაბიძე
რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში 2025 წელს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გაგრძელდება.
„პრემიერ მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების საშუალება მოგვეცა. დღეს მოსახლეობას შევხვდით, რადგან მათთან ერთად დაგეგმილი პროექტი ბევრად უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. ჩვენ ყველა მოთხოვნის და შენიშვნის გათვალისწინებას შევეცდებით, რომელიც მათი მხრიდან იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.