პრემიერის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე, მტრობის აქტია და კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ-ირაკლი კობახიძე

„ევროპარლამენტში რა სამარცხვინო ტექსტებიც იწერებოდა, ყველაფერი კამპანიების და პირდაპირი ჩართულობის საფუძველზე ხდებოდა. ამით ტრაბახობდნენ, ამაყობდნენ კონკრეტული ადამიანები. იქ ესტონეთის სანქციები, იქ დიდი ბრიტანეთის სანქციები, ამერიკის, ლიეტუვის სანქციები. ამით ამაყობენ დღემდე. ეს ხომ არის მტრული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიმართ. როდესაც ესტონეთის ხელისუფლება ასანქცირებს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს და .ა.შ. ეს ხომ არ არის ინდივიდუალური სანქცია, რომ ვიღაცამ რაღაც დანაშაული ჩაიდინა, ან ადმინისტრაციული გადაცდომა და დაასანქცირე. პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება, ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ დემარშს და პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე. მტრობის აქტია ეს სინამდვილეში თავისი არსით. ჩვენ რომ დავასანქციროთ რომელიმე სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, ეს არის რეალურად ომის გამოცხადება, პოლიტიკურ, დიპლომატიურ ენაზე ეს არის ომის გამოცხადება. ეს არის მტრული აქტი პირდაპირი გაგებით, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით სხვა ქვეყნის მიმართ და შენ აცხადებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში იღებდი მონაწილეობას. ამას აცხადებენ კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები. ეს არის პოლიტიკური სურათი. ეს არის პროკურატურის საქმე, ამას სჭირდება სამართლებრივი არგუმენტები, მტკიცებულებები. როდესაც ეს ადამიანები წუხან და ქილიკობენ, მათ შორის, ამ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მინიმუმ პოლიტიკურად ყველაფერი დევს ხელის გულზე, მტრული საქმიანობის მხარდაჭერაც, საბოტაჟიც, დაფინანსების მიღება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ა.შ. ეს არის შემდგარი ფაქტი, მათ შორის, რაც დაადასტურა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ“, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading