,,პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ჩვენს ქალაქში მიმდინარე პროექტების პარალელურად, რუსთავისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია”-ნინო ლაცაბიძე
,,განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს უნგრეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს, რომელიც დაგვეხმარა, გაგვემართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქალაქ კეჩკემეტის მერთან და ასამბლეის წევრებთან.
გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთანაც, სადაც დავსახეთ ერთობლივი გეგმები, ჩვენი ახალგაზრდების განათლების მიმართულებით. საინტერესო კონტაქტები დავამყარეთ ქალაქ კეჩკემეტის ბიზნეს სექტორთანაც.
ვფიქრობ, კიდევ ერთ ევროპულ ქალაქთან დამეგობრება, ახალი შესაძლებლობა და პოტენციალი იქნება ჩვენი რუსთავისთვის.”-წერს სოციალურ ქსელში რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.




