საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading