„პირველი რაც გააკეთეს გახსოვთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსები გამოკეტეს აუდიტორიაში, პირდაპირი მნიშვნელობით ჩაუკეტეს კარები და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კინაღამ დაიხოცნენ ადამიანები სუნთქვის უკმარისობით”-დავით ლორთქიფანიძე

„პირველი რაც გააკეთეს გახსოვთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსები გამოკეტეს აუდიტორიაში, პირდაპირი მნიშვნელობით ჩაუკეტეს კარები და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კინაღამ დაიხოცნენ ადამიანები სუნთქვის უკმარისობით. პროფესურას, რომ ასე მოექცევი ადამიანები ამას აღიქვამდნენ, ხედავდნენ და ეს ყველა ადამიანი იქიდან წამოსულები, რუსთაველზე იყვნენ აქციის ორგანიზატორები, აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

იგივე ბიზნესი, მიადგნენ ბიზნესებს, მოგეხსენებათ, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ყველას ყველაფერს ართმევდნენ. ჩვენს საახლობლოს ჰქონდა „ბიდარა და ნავროზა“ წყალი არის, რომლითაც მარაგდება გუდაურის კურორტი. 25 წლიანი ლიცენზია ჰქონდათ, ვიღაცას არ მოეწონა და მოგონილი მიზეზით, მერის მოადგილეს თუ გამგებელს დააწერინეს და ეს ლიცენზია ჩამოართვეს მეპატრონეს.

ვანის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, 29 ჰექტარი ქალაქის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჰქონდა საძოვარი, პირუტყვისთვის ერთ დღეს მივიდნენ და უთხრეს რომ ეს საძოვარი აღარ არის თქვენიო. დარჩა 3 000 ოჯახი პირუტყვით ეზოში. ანუ ყველა ოჯახი გაწირეს შიმშილისათვის.

1 000-ზე მეტი სკოლა ადგნენ და გაყიდეს, ოფისებს აკეთებდნენ თავისას იქ.

ეს ყველაფერი ემატებოდა და იზრდებოდა. 7 ნოემბერს რაც აქ ჩაიდინეს 50 კაცი იყო დილით რუსთაველზე დაესხნენ თავს გაუგებარი ფორმირების ადამიანები და მე მახსოვს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა, ბესიკის ქუჩაზე მოგვდევდნენ სპეცრაზმელები ჩხუბით. აი ამას აკეთებდნენ და რა გასაკვირია, რომ ქართველ კაცს გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა. ეს დაგროვდა, დაგროვდა და მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა.

ხაზს ვუსვამ, რომ არასოდეს ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში, არასოდეს არ ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა და მითუმეტეს, ახლა რომ არის გაფეტიშებული, თურმე მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას იქნები განსაკუთრებული ადამიანი და ტელეეთერიდან არ ჩამოგიყვანენ პარტიული ტელევიზიებიდან კვირების განმავლობაში ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading