პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფოების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები.


​დადგენილების მიღება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობების დამყარების მიზნით, პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების შექმნას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading