პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო.

კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი დაექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading