პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი 84 ხმით აირჩია.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა.


გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და 2045 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი გაბიტაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading