პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე კომისია გიორგი ვაშაძის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის

როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას თეა წულუკიანმა განაცხადა, გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

„მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დროს თუმცა არ მობრძანდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, სისხლის სამართლის საქმე, 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading